Accessibility links

logo-print

ძაღლების თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო


ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემთბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმაც მატერიალურადაც იზარალა, დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც. როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს მოგვიანებით გახდება ცნობილი. თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.

XS
SM
MD
LG