Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული შესყიდვები ეჭვს იწვევს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა უმეტესობა 2011 წელს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა განახორციელა. საორგანიზაციო კომიტეტმა ჯამში 700-ზე მეტი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, კვლევისას რამდენიმე პრობლემა და საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი გამარტივებული შესყიდვების და არა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა, რაც სახელმწიფოს თანხების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკეთესი დაგეგმვისა და შესყიდვების კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელების პირობებში, შესაძლოა, არ დამდგარიყო დამატებითი ფინანსების მოზიდვის საჭიროება.

XS
SM
MD
LG