Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა


ძლიერმა წვიმამ დააზარალა დუშეთის მუნიციპალიტეტი, სადაც დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროგადამცემი ხაზების დააზიანების და ქვესადგურების დატბორვის გამო მცხეთა-მთიანეთის გარდა ენერგომომარაგება შეუწყდა ქვემო ქართლის მცხოვრებთა ნაწილს. კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა საერთო ჯამში 20 ათასამდე აბონენტი. მათგან დაახლოებით ნახევარს ენერგომომარაგება უკვე აღუდგა. კომპანიის განცხადებით, მისი ტექნიკური პერსონალი საგანგებო რეჟიმით მუშაობას განაგრძობს და სარემონტო სამუშაოებს დღის განმავლობაში დაასრულებს.

XS
SM
MD
LG