Accessibility links

logo-print

დედაქალაქის მთავრობამ სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალზე იმსჯელა


თბილისში წუხანდელი სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალსა და ინფრასტრუქტურის აღდენით სამუშაოებზე იმსჯელა დღეს დედაქალაქის მთავრობამ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს დაავალა დაზიანებული გზების სწრაფად აღდგენა და სანიაღვრე სისტემის გაწმენდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში განსაკუთრებით რთული ვითარება იყო იყო აღმაშენებლის ხეივანში, დიდ დიღომში, ნაძალადევის რაიონსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი სახლი დატბორა. მდინარის ადიდებამ 12 ძაღლი იმსხვერპლა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიერ მოწყობილ ცხოველთა თავშესაფარში. წყლის ჭარბი რაოდენობის გამო თბილისში დაზიანდა გზის არაერთი მოანკვეთი. კოკისპირულ წვიმას თან ახლდა ძლიერი ქარიც, რომელმაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე განათების სისტემა დააზიანა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წუხანდელი სტიქიით გამოწვეული ზარალი მასშტაბური არ არის, თუმცა შექმნილ პრობლემებს დროულად დაძლევა სჭირდება.

XS
SM
MD
LG