Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქს ხელახლა გაასამართლებენ


ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს ხელახლა გაასამართლებენ, 2011 წელს დემონსტრანტების დახოცვის საქმესთან დაკავშირებით. ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ 4 ივნისს მიიღო პროკურატურის საჩივარი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც გაუქმდა 87 წლის მუბარაქის ეს საქმე. მოსამართლის განცხადებით, ხელახალი სასამართლო 5 ნოემბერს დაიწყება. ეს ამ საქმის უკვე მესამე განხილვა იქნება. მუბარაქს ბრალდება მოუხსნეს 2014 წელს ჩატარებულ ხელახალ პროცესზე, მას შემდეგ, რაც მას მანამდე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 800-მდე ადამიანის სიკვდილის გამო იმ სახალხო აჯანყებისას, რომელსაც მისი დამხობა მოჰყვა 2011 წლის თებერვალში. მუბარაქი ეგვიპტეს სამი ათწლეულის განმავლობაში მართავდა. მიმდინარე წელს ეგვიპტის სასამართლომ ყოფილ მმართველს და მის ვაჟებს სამი წლით მიუსაჯა პატიმრობა, გასაჩივრების უფლების გარეშე, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე. მუბარაქი ამჟამად კაიროში, სამხედრო საავადმყოფოში იმყოფება.

XS
SM
MD
LG