Accessibility links

ციპრასი საუბრობს შეთანხმების მოახლოებაზე, თუმცა რჩება ევროკავშირთან აზრთა სხვადასხვაობა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ აცხადებს, რომ შეთანხმება „ახლოსაა“ და ათენი 5 ივნისს შენატანს განახორციელებს დავალიანების დასაფარად, რაც მას დეფოლტისგან იხსნის. ევროპის კომისია აცხადებს, რომ „მიღწეულია პროგრესი“ და მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა საბერძნეთის მთავრობა კვლავ უარყოფს საპენსიო პრივილეგიების შეკვეცას და გადასახადების გაზრდას - მოთხოვნებს, რომლებსაც მას უყენებენ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სანამ საბერძნეთს სესხის ახალ ნაწილს გამოუყოფენ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. დეფოლტს შესაძლოა მსოფლიო ბაზრებზე მოჰყვეს მღელვარება. ევროპის წამყვან ქვეყნებს და აშშ-ის აშფოთებთ მოლაპარაკებების გაჭიანურება, რომლის დროსაც საბერძნეთის რეზერვები ნულამდე ეცემა.

XS
SM
MD
LG