Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: მთხოვეს, რომ არ დაგვეკავებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. "მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ივანიშვილმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ივანიშვილი აცხადებს, რომ არა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ხელს არავის დააფარებდა. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG