Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლეონიდ პლიუშჩი ყოფილი საბჭოთა დისიდენტი


საფრანგეთში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის უფლებათადამცველი, მათემატიკოსი და პუბლიცისტი ლეონიდ პლიუშჩი. რადიო თავისუფლებას ამის თაობაზე ასევე ყოფილი დისიდენტის ალექსანდრ გინზბურგის ქვრივმა, არინა გინსბურგმა აცნობა. ლეონიდ პლიუშჩმა აქტიურის დისიდენტური მოღვაწეობა გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. 1964 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის გადადგომის შემდეგ მან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიმართა წერილით, რომელიც შეიცავდა წინადადებებს საბჭოთა სისტემის დემოკრატიზაციის თაობაზე. 1972 წელს ლეონიდ პლიუშჩი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის გამო და დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. საერთაშორისო კამპანიის შემდეგ პლიუშჩი გაანთავისუფლეს და იგი 1976 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის წარმომადგენლად მუშაობდა. ლეონიდ პლიუშჩი რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია.

XS
SM
MD
LG