Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

82-მდე გაიზარდა ჩინეთში გემის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ჩინეთის სახელმწიფო მედიის 5 ივნისის ინფორმაციით, მდინარე იანძიზე გემის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვინმეს ცოცხლად პოვნა უკვე გამორიცხულია. მაშველები ეძებენ დაღუპულების გვამებს. გემზე, რომელმაც 1 ივნისს განიცადა კატასტროფა მდინარე იანძიზე, 456 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა 14 ადამიანი. ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა: „ვითარებაში, როცა საერთო შეფასებით, არ არსებობს გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა, შეგვიძლია გემის გადმობრუნებაზე მუშაობა“. მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ გემის გასწორებაზე. მგზავრების უმრავლესობა პენსიონერები იყვნენ.

XS
SM
MD
LG