Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერებმა შეაღწიეს აშშ-ის სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა მონაცემებში


აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, ჩინელ ჰაკერებზე აქვთ ეჭვი, რომ მათ შეძლეს მასობრივად შეეღწიათ აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომელთა მონაცემებში. კადრების მართვის უწყებამ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ სახელმწიფო უწყებების თითქმის ოთხი მილიონი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელი შეიძლება იყოს დაზარალებული კიბერშეტევის შედეგად. ხელისუფლების წყაროს თანახმად, დარღვევის მსხვერპლი შეიძლება იყოს ყველა ფედერალური უწყება. სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა სიუზან კოლინზმა განაცხადა, რომ კიბერშეტევა, სავარაუდოდ, ჩინეთიდან განხორციელდა. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი მიანიშნებს „ნაჩქარევ დასკვნებზე“. მან „როიტერზს“ განუცხადა, რომ ბრალდებები არის „უპასუხისმგებლო და კონტროპროდუქტიული“.

XS
SM
MD
LG