Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი "წარმოუდგენლად" თვლის "დიდი რვიანის" ფორმატის აღდგენას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, „წარმოუდგენელია“ „დიდი რვიანის“ ფორმატთან მიბრუნება. „რუსეთის ამ ჯგუფში მონაწილეობა დღეს წარმოუდგენელია. „დიდი რვიანი“ არის იმ ქვეყნების ერთობა, რომლებიც დემოკრატიული ფასეულობებისა და კანონის უზენაესობის ერთგულები არიან“ - განუცხადა მერკელმა სააგენტო „დე-პე-ა“-ს. „ჩვენი პრინციპები გულისხმობს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვას და სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობას, რადგან ისინი ქმნიან მსოფლიო წესრიგს. ამის საპირისპიროა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა“. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია „დიდი ოცეულის“ ფორმატში გააგრძელოს გლობალური ეკონომიკური საკითხების განხილვაში მონაწილეობა. მერკელი თვლის, რომ რიგ საერთაშორისო საკითხებზე აუცილებელია რუსეთთან თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG