Accessibility links

logo-print

ხადური: ივანიშვილის განცხადება ხელს ვერ შეუშლის სავალუტო ფონდთან ურთიერთობას


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ფონდთან ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის. ნოდარ ხადურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს განცხადებებს, რომლებიც სწორად მიაჩნია, საქართველოს მთავრობა კი სავალუტო ფონდთან ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერანაირი განცხადებები ხელს ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ურთიერთობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართუ ბანკთან“ მიმართებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რომ კანონი დაარღვია, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც იცოდნენ, თუმცა მისმა წარმომადგენელმა პირადად შეხვედრისას სთხოვა ქადაგიძე არ დაეკავებინათ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი „ქართუს“ საკითხი პირადულიც იყო, მისი პოზიცია გახლდათ, რომ შეუძლია აპატიოს.

XS
SM
MD
LG