Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებთან ნორვეგიაში „არაფორმალური“ მოლაპარაკებები გაიმართა


ავღანელ პოლიტიკოსთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფმა ნორვეგიაში მოლაპარაკებები გამართეს „თალიბანის“ დელეგაციასთან. 5 ივნისს მედიისათვის გავრცელებულ ცნობაში ზაბიბულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ შეხვედრა იყო არაფორმალური და არ შეიძლება დახასიათდეს, როგორც „სამშვიდობო მოლაპარაკებები.“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ ეს იყო „არაოფიციალური მსჯელობა“, რომელშიც ცალკეული პირები საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ. ნიშანდობლივია, რომ ნორვეგიაში გამართული არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ქალი კანონმდებლები შუქრია ბარეყზაი და ფავზია კოფი და ასევე ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს კიდევ ორი წევრი ქალი - ალემ ნურისტანი და სედიგე ბალხი. თალიბების მმართველობის დროს ავღანეთში, 1996-2001 წლებში, ქვეყანაში ქალებს აკრძალული ჰქონდათ საჯარო და პოლიტიკური საქმიანობა.

XS
SM
MD
LG