Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავიდა ექვსი თვე ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრებიდან


5 ივნისს შესრულდა ექვსი თვე, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას წარდგენილი აქვს რამდენიმე ბრალდება, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. კორუფციის თემებზე მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტი, რომლის სტატიებმაც ძალიან აღაშფოთა აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, 5 დეკემბერს დააპატიმრეს მისი ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. მოგვიანებით ბრალდების მოწმემ გადათქვა ჩვენება. თუმცა, გამომძიებლებმა ეს აღიარება არ იღეს ყურად და მოგვიანებით ისმაილოვას სხვა დანაშაულებში - გადასახადების თავის არიდებაში, არალეგალურ კომერციულ საქმიანობასა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში - წაუყენეს ბრალი. „ხადიჯა ისმაილოვამ პირადი თავისუფლება მსხვერპლად შესწირა ჟურნალიზმის პრინციპების მტკიცე დაცვის საქმეს და დადგება დრო, როდესაც ის ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს“, - ნათქვამია რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარი რედაქტორის ნენად პეიჩის წერილში.

XS
SM
MD
LG