Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: „უკრაინა ყველაფერს იღონებს ყირიმის დასაბრუნებლად“


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა „ყველაფერს იღონებს ყირიმზე კონტროლის აღდგენისათვის“. 5 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარის დროს პოროშენკომ პირობა დადო, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაგრძელდეს ის ეკონომიკური სანქციები, რაც რუსეთს წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაუწესდა. „მნიშვნელოვანია, არ მივცეთ რუსეთს შანსი, რომ გათიშოს მსოფლიოს პროუკრაინული კოალიცია“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG