Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მოსამართლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომავლოდ გამარჯვების მომასწავლებელია. პროცესზე მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ დაუშვეს ბრალდების მტკიცებულებები, პროკურატურას საკმაოდ მრავლად აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დანაშაულს ამტკიცებს. პროკურორის თქმით, მათ გასაჩივრების 5-დღიანი ვადა აქვთ და ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

XS
SM
MD
LG