Accessibility links

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „არასერიოზული“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავალუტო ფონდთან მიმართებაში მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მთავრობას მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებაზე. „ეს ერთი მხრივ, დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელთა ირგვლივაც განისაზღვრება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG