Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალალაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ 8 პირს ბრალდება მოეხსნა


პაკისტანის ოფიციალური წყაროების თანახმად, ათიდან 8 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ პაკისტანელ ტინეიჯერ გოგოზე, მალალა იუსაფზაიზე თავდასხმაში, სინამდვილეში ციხიდან გათავისუფლდნენ. აპრილის თვეში პროვინცია ხაიბერ-პახტუნყვის პროვინციის ანტიტერორისტულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წელს სვატის რაიონში მოწყობილი თავდასხმის გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პაკისტანის თალიბანის 10 წევრს. თუმცა ირკვევა, რომ მხოლოდ 2 პირია მსჯავრდებული. დანარჩენი 8 ეჭვმიტანილი მტკიცებულებათა არარსებობის გამო გაანთავისუფლეს პატიმრობიდან. მალალას, რომელიც 17 წლისაა, 2014 წელს მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა.

XS
SM
MD
LG