Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი


დღეს ერაყის ციხეში გარდაიცვალა ტარიკ აზიზი, ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, 79 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ორი დღის წინ გადატანილი ინფარქტი გახდა. აზიზი ყველაზე მაღალი რანგის ქრისტიანი იყო სადამ ჰუსეინის ხელისუფლებაში. იგი 1983-1991 წლებში ორჯერ იყო ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი. ვიცე-პრემიერის პოსტზე კი 1979-დან 2003 წლამდე იმყოფებოდა. აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, 2003 წელს ტარიკ აზიზი ამერიკელებს ჩაბარდა. სასამართლომ 2010 წელს აზიზს სიკვდილი მიუსაჯა შიიტებზე განხორციელებული ძალადობის გამო.

XS
SM
MD
LG