Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე „შეჯერდა“:"შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წლის არჩევნებისთვის კი მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია ისე, რომ დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა უსუფაშვილმა. რატომ არ ხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, - ამ საკითხის განმარტებისას უსუფაშვილმა თქვა, რომ კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები სასურველი არ არის.

XS
SM
MD
LG