Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი სარაევოში მესას ატარებს


რომის პაპი ფრანცისკე ბოსნიელ მუსლიმებს, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეების მოუწოდებს, უკან მოიტოვონ წარსულის "ღრმა ჭრილობები“ და ერთად იმუშაონ მშვიდობიანი მომავლისათვის. მან ბოსნიელებს ამ მოწოდებით მიმართა სარაევოში, სადაც 6 ივნისს ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. სარაევოში უმეტესწილად მუსლიმები ცხოვრობენ. პაპს, რომელიც ამჟამად სარაევოს სტადიონზე ღია ცის ქვეშ მესას ატარებს, გულთბილი დახვედრა მოუწყო ათასობით ადამიანმა, რომელიც აეროპორტის გზიდან სარაევოს ქუჩების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. ბოსნიის სამწევრიანი პრეზიდიუმის წინაშე გამოსვლისას, ფრანცისკემ ბოსნიელებს სთხოვა, დაუპირისპირდნენ იმ პირთა „ბარბაროსობას“, ვისაც კვლავინდებურად სურს განხეთქილების თესვა. მესას 65 ათასამდე ადამიანი ესწრება.

XS
SM
MD
LG