Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში თავს დაესხნენ გეების აღლუმს


კიევში რამდენიმე ათეული ადამიანი თავს დაესხა გეების აღლუმს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებისას დაშავდა ხუთი პოლიციელი, მათ შორის ერთი - მძიმედ. ლგბტ თემის აღლუმში სახელწოდებით „თანასწორობის მარში“ 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციას 2000-მდე პოლიციელი იცავდა, მოეწყო თავდასხმა და, პარლამენტარ სერგეი ლეშჩენკოს ცნობით, რომელიც „ტვიტერით“ გავრცელდა, პოლიციელებმა დააკავეს 30-მდე „ხულიგანი“. ლეშჩენკოს ინფორმაციით, პოლიციამ არ დაუშვა უშუალო შეტაკება აღლუმის მონაწილეებსა და თავდამსხმელებს შორის. გეი აღლუმის დაწყებამდე, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორმა“ ჰომოსექსუალებს უწოდა „გარყვნილები“, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ და პირობა დადო, რომ არ დაუშვებს „სოდომისტების შეკრებას“.

XS
SM
MD
LG