Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ დაღესტანში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი


რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, დაღესტანში პოლიციელებმა მოკლეს ექსტრემისტი, რომელსაც რადიკალების გაერთიანება „ისლამური ორგანიზაციის“ წევრობის ფიცი ჰქონდა დადებული. 1990-ანი წლებიდან მოყოლებული, დაღესტანში ხშირია ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმები და შიშობენ, რომ ერაყსა და სირიაში გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება რადიკალიზაციას გამოიწვევს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც უმეტესწილად მუსლიმები ცხოვრობენ. რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, რომელიც 6 ივნისს გავრცელდა, ექსტრემისტი სულეიმან ზაინალობინოვი წინა ღამეს მოკლეს მას შემდეგ, რაც მან მანქანიდან ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს.

XS
SM
MD
LG