Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმამ და სეტყვამ მძიმე ზარალი მიაყენა საქართველოს ზოგ რეგიონს


სეტყვამ მძიმე ზარალი მიაყენა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს, მათ შორის გრემისხევს. ცნობების თანახმად, წვიმისა და სეტყვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მოსავალი. ადიდებულმა მდინარემ წაიღო შინაური ცხოველები და ფრინველები წაიღო. ზარალის შესახებ იუწყებიან კახეთიდანაც. სოფელ ატენში სეტყვამ გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული კულტურების ნათესები. დაზიანდა გზები. იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესება არის მოსალოდნელი. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან მიღებულ ცნობას, რომკახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

XS
SM
MD
LG