Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბოსნიელებს მშვიდობისა და შერიგებისაკენ მოუწოდებს


რომის პაპი ფრანცისკე ბოსნიელ მუსლიმებს, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს მოუწოდებს, უკან მოიტოვონ წარსულის „ღრმა ჭრილობები“ და ერთად იმუშაონ მშვიდობიანი მომავლისათვის. მან ბოსნიელებს ამ მოწოდებით მიმართა სარაევოში, სადაც 6 ივნისს ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. სარაევოში უმეტესწილად მუსლიმები ცხოვრობენ. პაპს, რომელმაც სარაევოს სტადიონზე ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა, გულთბილად დახვდა ათასობით ადამიანი, რომელიც სარაევოს ქუჩების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. ბოსნიის სამწევრიანი პრეზიდიუმის წინაშე გამოსვლისას, ფრანცისკემ ბოსნიელებს სთხოვა, დაუპირისპირდნენ იმ პირთა „ბარბაროსობას“, ვისაც კვლავინდებურად სურს განხეთქილების თესვა. სარაევოში ღვთისმსახურებას 65 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

XS
SM
MD
LG