Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია აკრიტიკებს გეგმას, 2016 წლის არჩევნებამდე არ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა


საქართველოში ოპოზიცია აკრიტიკებს გეგმას, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პრაქტიკულად მოქმედი, ანუ შერეული სისტემით ჩატარდება. მმართველ კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, მართალია, განხორციელდება საარჩევნო რეფორმა, მაგრამ ის არ ითვალისწინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მომავალი წლის არჩევნებამდე. რეფორმა კი ითვალისწინებს მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის დაწესებას, ნაცვლად 30%-ისა. ამასთან, შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის ამჟამად არსებული დისბალანსი. ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის პარლამენტარ ნინო გოგუაძის აზრით, არჩევნების მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმი კარს მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებების გაუმართლებლობით ახსნა პროპორციული სისტემის შემოღების გადავადება.

XS
SM
MD
LG