Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც იმსჯელებენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის არის უკრაინაში რუსეთის აგრესია და ისლამისტური ესქტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ობამამ ეს განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მომცრო ქალაქში, რომელიც "დიდი შვიდეულის" მასპინძელ ელმაუს სასახლის მახლობლად მდებარეობს. შვიდი ლიდერის მიერ განსახილველ საკითხებს შორის სახელდება ასევე საბერძნეთის ვალებთან დაკავშირებული კრიზისი, სამუშაო ადგილების შექმნის და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის აუცილებლობა. „დიდი შვიდეული“ აერთიანებს გერმანიას, აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, კანადას. რუსეთი შარშან ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს ჯგუფიდან, რომელსაც რამდენიმე წელი „დიდი რვიანი“ ეწოდებოდა. სამიტის დაწყებამდე ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე ახლოს მდებარე ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში. პოლიციასთან შეტაკებებისას რამდენიმე პირი დაშავდა.

XS
SM
MD
LG