Accessibility links

logo-print

ავღანეთში ინტენსიური ბრძოლებია იამგანის რაიონზე კონტროლის დასამყარებლად


ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში „ინტენსიური ბრძოლები“ გრძელდება: მთავრობის ჯარები ცდილობენ, კონტროლი აღადგინონ ბადახშანის პროვინციაში მდებარე იამგანის რაიონზე, რომელიც 6 ივნისს თალიბებმა დაიპყრეს. ბადახშანის პროვინციის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, შაჰ ვალიულა ადიბის ინფორმაციით, დაიღუპნენ 10-ზე მეტი ექსტრემისტი და უშიშროების ძალების ოთხი წევრი. მისივე განცხადებით, დამატებითი ძალები სამხედრო-საჰაერო მხარდაჭერით გააგზავნეს იამგანში მთავრობის ჯარების დასახმარებლად. პროვინციაში ოფიციალური პირების ინფორმაციით, იამგანში თალიბებთან ერთად იბრძვიან უცხოული შეიარაღებული პირები. თალიბანმა დაადასტურა, რომ მისმა მეომრებმა დაიპყრეს იამგანის რაიონის ცენტრალური ნაწილი.

XS
SM
MD
LG