Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ათობით ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშების შედეგად


იემენიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 44 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები დაიღუპნენ საჰაერო იერიშებისას, რომლებიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ განახორციელა. იერიშები მიმართული იყო იემენის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის წინააღმდეგ დედაქალაქ სანაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. მეამბოხეების საინფორმაციო სააგენტო "საბას" ცნობით, 7 ივნისის იერიშების შედეგად დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. საჰაერო რეიდები განხორციელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო იემენიდან გასროლილი რაკეტა. კოალიციამ წელს 26 მაისს წამოიწყო საჰაერო იერიშები იემენში შიიტი მეამბოხეების, ჰუთიტების და მოკავშირეების წინააღმდეგ. მეამბოხეებმა შარშან სექტემბერში დაიპყრეს სანა, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთში მდებარე რეგიონების დიდი ნაწილის დაპყრობაც.

XS
SM
MD
LG