Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


თურქეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მისი შედეგი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა უმრავლესობას მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ არის დაარსებული. თუ ის უმრავლესობას შეინარჩუნებს, მოსალოდნელია კონსტიტუციის შეცვლა პრეზიდენტის უფლებამოსილების გასაზრდელად. უმრავლესობის შენარჩუნება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს აჩვენებს ქურთების მხარდამჭერი სახალხო-დემოკრატიული პარტია - შევა თუ არა ის პარლამენტში, რისთვისაც 10%-ანი ზღვარი უნდა გადალახოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მას დაახლოებით 10%-ანი მხარდაჭერა აქვს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ საარჩევნო უბანში მისვლის შემდეგ მადლობა გადაუხადა არჩევნების ყველა მონაწილეს: „საუკეთესოს იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისათვის. დღეს აქ ვიმყოფები, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამდენად, პასუხისმგებლობა მაკისრია. დღევანდელი დღე წარმოაჩენს ამ ქვეყნის ნდობას და მსურს, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო“, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG