Accessibility links

უკრაინაში, მარიუპოლის ნაპირთან დაიჭრა სანაპირო დაცვის ექვსი ოფიცერი


უკრაინის სანაპირო დაცვის კატარღა აფეთქდა ნაღმზე აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლის ნაპირთან, რის შედეგადაც ექვსი ოფიცერი დაიჭრა. უკრაინის სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 7 ივნისს მომხდარი აფეთქების შემდეგ უცნობია კატარღის კაპიტნის ადგილსამყოფელი, ხოლო ექვსი დაჭრილი ოფიცერი საავადმყოფოში მოათავსეს. დეტალებზე არაფერს იტყობინებიან. მარიუპოლი, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, აზოვის ზღვის ნაპირას მდებარეობს და ითვლება მნიშვნელოვან პუნქტად აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რაიონებსა და ყირიმს შორის გზაზე. რუსეთმა შარშან მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო სექტემბერში მეამბოხეებმა იერიში განახორციელეს მარიუპოლზე.

XS
SM
MD
LG