Accessibility links

logo-print

თურქეთში დაიხურა საარჩევნო უბნები


თურქეთში, სადაც საპარლამენტო არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები დაიხურა. არჩევნების წინასწარი შედეგები რამდენიმე საათშია მოსალოდნელია. სავარაუდოდ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტია - „სამართლისა და განვითარების პარტია“ - მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას. საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების შემთხვევაში, ის აპირებს კონტსიტუციის შეცვლას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასაზრდელად. საამისოდ მას 550 საპარლამენტო მანდატი სჭირდება. ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქურთების მთავარი პარტია: თუ ის გადალახავს ხმების 10%-ან ზღვარს პარლამენტში მოსახვედრად, მმართველი პარტია ვერ შეძლებს კონსტიტუციის შეცვლას. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა აფეთქებები, რომლებმაც ორი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. 7 ივნისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანით დაკავებულია ერთი ადამიანი. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG