Accessibility links

logo-print

ობამა და მერკელი საჭიროდ მიიჩნევენ რუსეთის მიმართ სანქციების ძალაში დატოვებას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იზიარებენ აზრს, რომ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების „სრულად შესრულებამდე“. ისინი რუსეთისაგან მოითხოვენ აგრეთვე მეზობელი ქვეყნის, უკრაინის, სუვერენიტეტის პატივისცემას. ობამას და მერკელის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართა სამხრეთ გერმანიაში - ბავარიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა რამდენიმე წყება ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს მას შემდეგ, რაც მან შარშან მარტში მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. მინსკის შეთანხმება, რომელიც წელს თებერვალში გააფორმეს, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებისათვის ბოლოს მოღებას. დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში მეამბოხეების დახმარებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG