Accessibility links

logo-print

უმრავლესობა დაკარგა თურქეთის მმართველმა პარტიამ


პირველად 13 წელიწადის განმავლობაში არჩევნების შედეგად უმრავლესობა დაკარგა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტიამ. უკვე დათვლილია 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების თითქმის ყველა ხმა და შედეგი აჩვენებს, რომ სამართლისა და განვითარების პარტიამ ხმათა დაახლოებით 41 პროცენტი მოიპოვა, მაშინ, როცა 2011 წელს მას ამომრჩევლის თითქმის ნახევარი მიემხრო. ეს ნიშნავს, რომ პარტიას 550 ადგილიან პარლამენტში ექნება 258 ადგილი - რაც 18 მანდატით ნაკლებია ერთი პარტიისგან შემდგარი მთავრობის დასაკომპლექტებლად, როგორსაც ეს პარტია 2002 წლის შემდეგ უძღვებოდა. 10 პროცენტიანი ბარიერი გადალახა ქურთთა მთავარმა პარტიამ, რის შედეგადაც მან პარლამენტში პირველად მოიპოვა ადგილები. არჩევნების შედეგებს განიხილავენ მარცხად ერდოანის პარტიისთვის, რომელიც იმედოვნებდა რომ არჩევნებზე საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებდა კონსტიტუციის შესაცვლელად და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გასაზრდელად.

XS
SM
MD
LG