Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გასული 4 წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად დადებით ცვლილებებად მიიჩნევს მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, უფრო მეტად დამოუკიდებელ სასამართლოს, პლურალისტურ და მთავრობისგან მეტად დამოუკიდებელ პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტის რაოდენობისხარისხის გაზრდას და უფრო დამოუკიდებელ საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა გამოიხატება ძირითადი ტელეარხების მიერ პოლიტიკური პროცესებისა და მთავრობის საქმიანობის უფრო მრავალფეროვან და გაწონასწორებულ გაშუქებაში.“ ამავე ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა გამოიხატება მოსამართლეთა უფრო გაბედულ პოზიციაში პროკურატურასთან ურთიერთობისას სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას და კერძო მხარეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული ადმინისტრაციული დავების რაოდენობის ზრდაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებითვე, უფრო დამოუკიდებელია საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც გაცილებით გამჭვირვალედ მუშაობს და უკეთ ართმევს თავს არჩევნების ორგანიზებას, ვიდრე წარსულში.

XS
SM
MD
LG