Accessibility links

logo-print

ერდოანი თურქეთის პარტიებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობით მოიქცნენ


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოიქცნენ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს „სტაბილური და ნდობით სავსე“ ატმოსფერო. ერდოანი ამ მოწოდებით გამოვიდა 8 ივნისს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად მისმა სამართლისა და განვითარების პარტიამ უმრავლესობა დაკარგა, პირველად 13 წლის განმავლობაში. უკვე დათვლილია 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების თითქმის ყველა ხმა და შედეგი აჩვენებს, რომ სამართლისა და განვითარების პარტიამ ხმათა დაახლოებით 41 პროცენტი მოიპოვა, მაშინ, როცა 2011 წელს მას ამომრჩევლის თითქმის ნახევარი მიემხრო. ეს ნიშნავს, რომ პარტიას 550 ადგილიან პარლამენტში ექნება 258 ადგილი - რაც 18 მანდატით ნაკლებია ერთი პარტიისგან შემდგარი მთავრობის დასაკომპლექტებლად, როგორსაც ეს პარტია 2002 წლის შემდეგ უძღვებოდა. 10 პროცენტიანი ბარიერი გადალახა ქურთთა მთავარმა პარტიამ, რის შედეგადაც მან პარლამენტში პირველად მოიპოვა ადგილები. არჩევნების შედეგებს განიხილავენ მარცხად ერდოანის პარტიისთვის, რომელიც იმედოვნებდა რომ არჩევნებზე საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებდა კონსტიტუციის შესაცვლელად და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გასაზრდელად. სამართლისა და განვითარების პარტიასთან კოალიციაში შესვლის პერსპექტივა უკვე უარყო სამივე წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ. ეს ეჭვქვეშ აყენებს ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას და აჩენს ხელახალი არჩევნების ჩატარების ვარაუდებს.

XS
SM
MD
LG