Accessibility links

ღარიბაშვილი: სრული კრახი განიცადა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ვერ მოხერხდა მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და სრული კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და არსებული ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 13-საათიანი განხილვის მიუხედავად, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოუტანეს. ამის გამო საჭირო გახდება მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.

XS
SM
MD
LG