Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი


ირანის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, უცნობი ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ვრცელდება სასამართლოს პრესმდივნის, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიეს სიტყვები - რომ ჰამიდ ბაღაეი 8 ივნისს დააკავეს. დეტალები ცნობილი არ არის. ბაღაეი ვიცე-პრეზიდენტი იყო პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პერიოდში. იანვარში პოლიტიკური კორუფციის ბრალდებით ხუთი წლით მიესაჯა პატიმრობა და 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა კიდევ ერთ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მუჰამედ რეზა რაჰიმის. ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი ხელმძღვანელობს, აჰმადინეჟადის ხელისუფლებას გაფლანგვის არაერთი დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG