Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: დიდი შვიდიანი გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი წამყვანი ქვეყანა - დიდი შვიდიანი - გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების ფაქტს, რომელიც 2014 წლის მარტში მოხდა. ამასთან, მერკელის განცხადებით, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ შეთანხმდნენ, რომ, თუ საჭირო გახდება, რუსეთს გაუმკაცრდება უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო დაწესებული სადამსჯელო სანქციები. დიდი შვიდიანის სამიტი ბავარიის ალპებში იმართება. უკრაინის კრიზისის გარდა, მთავარი განსახილველი თემებია ტერორიზმი და კლიმატის ცვლილებები.

XS
SM
MD
LG