Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში დაიღუპა 7 უკრაინელი სამხედრო


ორშაბათს დონეცკის ოლქში დაიღუპა 7 უკრაინელი სამხედრო. ისინი კრასნოგოროვკასთან ნაღმზე აფეთქდნენ. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ავტომანქანამ, რომლითაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდათ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს გადაუარა. ორშაბათსვე დონეცკის ოლქში, მარინკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს სეპარატისტების იერიში. ევგენი დეიდეიმ, დუმის დეპუტატმა, რომელიც ბატალიონ „კიევი-1“-ის კოორდინატორია, „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკარგი განიცადა, უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა. ლუგანსკის ოლქში სეპარატისტებმა ნაღმსატყორცნიდან და არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს სოფელ კრიმსკოეს, რასაც საომარი შეტაკებები მოჰყვა. ოლქის ადმინისტრაციის მეთაურ გენადი მოსკალის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული გახდა სარდაფებში დამალულიყო; არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG