Accessibility links

logo-print

კიევის ოლქში ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარია


სააგენტო „უნიანის“ ცნობით, კიევთან ახლოს, ნავთობის ბაზაზე აფეთქება მოხდა. უკრაინის შსს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ხანძრის ზონაში ეროვნული გვარდიის მებრძოლები გაგზავნეს. „ვასილკოვოსთან ნავთობის ბაზაზე აფეთქებაა. გიგანტური. დაიღუპნენ მეხანძრეები. საგანგებო ვითარებათა სამსახური ეზიდება ყველაფერს, რაც შესაძლებელია. განგაშის რეჟიმით მობილიზებულია ეროვნული გვარდია. ვმუშაობთ“, - წერს ავაკოვი. კომპანია „ТСН“-ის ცნობით, აფეთქების ადგილიდან გარბიან მედიკოსები, ჟურნალისტები და მაშველებიც კი. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, კიევის ოლქში მომხდარი აფეთქების ზონაში დილის სამი საათის მდგომარეობით, იწვოდა საწვავით სავსე 7 რეზერვუარი. შუაღამის მდგომარეობით, საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური იტყობინებოდა, რომ ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „უნიანს“ ინფორმირებულმა წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან აცნობა, რომ ხანძრის სავარაუდო მიზეზი უნდა ყოფილიყო ტექნიკასთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ნავთობპროდუქტის ქურდობის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG