Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევთან მდებარე ნავთობის ბაზაზე იწვის 16 რეზერვუარი


კიევთან ნავთობის ბაზაზე გუშინ ღამით დაწყებული ხანძრის არეალი იზრდება. იწვის 16 რეზერვუარი. შემთხვევის ადგილზე მყოფი „112 უკრაინის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში 50-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მაშველები კვლავაც ვერ უმკლავდებიან ცეცხლს. საგანგებო შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს ეროვნული გვარდიის მებრძოლები. ხანძარი ორშაბათს საღამოს დაიწყო ნავთობის ბაზაზე, რომელიც კიევის ოლქის სოფელ კრიაჩკიში მდებარეობს. ხანძრის ზონაში კიდევ ერთი ნავთობბაზაა. უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ყველა ევაკუირებულია, ტერიტორია ისაზღვრება.

XS
SM
MD
LG