Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა გამოთქვამს რწმენას, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყიდან განდევნიან


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოთქვამს რწმენას, რომ ერაყიდან განდევნიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, მასთან ბრძოლაში დაბრკოლებების მიუხედავად. 8 ივნისს გერმანიაში ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადისთან შეხვედრისას, ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-ი გააგრძელებს ერაყის უშიშროების ძალების წვრთნას და მისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. თუმცა, მისივე თქმით, წვრთნების გაგრძელება ვერ მოაგვარებს პრობლემას: საჭიროა მეტი ჯარისკაცის მობილიზება, განსაკუთრებით ერაყელი სუნიტი მუსლიმების რიგებიდან. ობამამ როგორც აღნიშნა, აბადი გამოთქვამს მზადყოფნას ინკლუზიური, ანუ ერაყის მოსახლეობის ყველა ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შედგენილი მთავრობის შესაქმნელად, მაგრამ საამისოდ „კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“.

XS
SM
MD
LG