Accessibility links

logo-print

რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე


რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა პროკურატურის თხოვნაზე, იმუნიტეტი მოუხსნას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას კორუფციაში ეჭვმიტანის საფუძველზე. 231-მა დეპუტატმა 120-ის წინააღმდეგ უარი უთხრა მოთხოვნაზე პროკურორებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ბრალად უყენებენ თაღლითობას, ფულის გათეთრებასა და გადასახადებისათვის თავის არიდებას. პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი პონტას გადადგომისაკენ მოუწოდებს, პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. პონტა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია მისი გადაყენება. პარლამენტში უმრავლოსობაში არიან პონტას სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი მოკავშირეები.

XS
SM
MD
LG