Accessibility links

უკრაინაში საწვავის ბაზაზე აფეთქების შემდეგ დაკარგულად ითვლება სამი მეხანძრე


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, სამი მეხანძრე დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც საწვავის ბაზაზე ხანძარმა ძლიერი აფეთქება გამოიწვია. კიევიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ვასილკივთან იწვის, სულ ცოტა, 16 რეზერვუარი, რომელთა უმრავლესობაშიც ნავთობი ინახება. როგორც იუწყებიან, ადგილზე მობილიზებულია 300-ზე მეტი მეხანძრე და საავადმყოფოში მოათავსეს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი. ხანძარი 8 ივნისს საღამოს მოეკიდა ერთ-ერთ რეზერვუარს და შემდეგ სხვა რეზეურვუარებზეც გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ზორიან შკირიაკის განცხადებით, პოლიცია იძიებს ხანძრის გამომწვევ სამ შესაძლო მიზეზს: საწვავის შენახვის წესების დარღვევას, ტექნიკურ ხარვეზებსა და ცეცხლის წაკიდებას.

XS
SM
MD
LG