Accessibility links

ბელგრადში ძეგლს დაუდგამენ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის მკვლელს


ბელგრადში ძეგლს უდგამენ გავრილო პრინციპს - ბოსნიელ სერბს, რომელმაც 1914 წელს სარაევოში მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ფრანც ფერდინანდი. ამ მკვლელობის შემდგომ მოვლენებს პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. სერბიის დედაქალაქ ბელგრადის მერიის წარმომადგენლის, გორან ვერსიჩის განცხადებით, გავრილო პრინციპის ძეგლს გახსნიან 28 ივნისს - მკვლელობის 101-ე წლისთავზე. ვერსიჩმა პრინციპი მოიხსენია ადამიანად, რომელმაც ყველაფერი გასწირა თავისუფლებისათვის. ფრანც ფერდინანდის მკვლელისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგი მას სლავების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლად მიიჩნევს, ზოგი - ტერორისტად.

XS
SM
MD
LG