Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარები წინ მიიწევენ ქალაქ ბაჯის ასაღებად


ერაყის ჯარებმა, რომლებსაც საჰაერო რეიდებით მხარდაჭერას უწევს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, მომარაგების ხაზები გაჭრეს ქალაქ ბაჯიში და მის მახლობლად მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსაკენ. ერაყელი მებრძოლების მიზანია ბაჯიდან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განდევნა. ეს ქალაქი და ნავთოგადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს მნიშვნელოვან გზაჯვარედინთან ბაღდადისა და მოსულის დამაკავშირებელ ტრასაზე. პენტაგონმა 8 ივნისს დაადასტურა ერაყის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უშიშროების ძალები შევიდნენ ბაჯის ცენტრში. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლკოვნიკ სტივ უორენის განცხადებით, ის ვერ უწოდებს "გათავისუფლებულს" ბაჯის ან მის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც უდიდესია ერაყში, მაგრამ „პროგრესი აშკარაა“.

XS
SM
MD
LG