Accessibility links

logo-print

უკრაინაში ერთი ადამიანი დაიღუპა საწვავის ბაზაზე აფეთქების შედეგად


უკრაინაში საავარიო ბრიგადები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას კიევიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ვასილკივთან მდებარე საწვავის ბაზაზე ძლიერი აფეთქების შემდეგ. ოფიციალური პირების დღევანდელი განცხადებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი და დაშავდა 14 ადამიანი. დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. იწვის, სულ ცოტა, 16 რეზერვუარი, რომელთა უმრავლესობაშიც ნავთობი ინახება. როგორც იუწყებიან, ადგილზე მობილიზებულია 300-ზე მეტი მეხანძრე. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტურჩინოვის ინფორმაციით, ევაკუირებულ იქნა ხალხი საწვავის ბაზის ირგვლივ ორკილომეტრიანი ზონიდან. ხანძარი 8 ივნისს საღამოს მოეკიდა ერთ-ერთ რეზერვუარს და შემდეგ სხვა რეზერვუარებზეც გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ზორიან შკირიაკის განცხადებით, პოლიცია იძიებს ხანძრის გამომწვევ სამ შესაძლო მიზეზს: საწვავის შენახვის წესების დარღვევას, ტექნიკურ ხარვეზებსა და ცეცხლის განზრახ წაკიდებას.

XS
SM
MD
LG