Accessibility links

logo-print

სირიაში მეამბოხეებმა დაიპყრეს ქალაქ ჰარაკთან მდებარე სამხედრო ბაზა


სირიაში მეამბოხეებმა დაიპყრეს სამხედრო ბაზა, რომელიც სამხრეთში, ჰარაკთან მდებარეობს. ჰარაკი არის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი დერაას პროვინციაში. მეამბოხეების გაერთიანება „სამხრეთის ფრონტის“ განცხადებით, ჰარაკთან სამხედრო ბაზაზე კონტროლი 9 ივნისს დაამყარეს. ხოლო ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" იუწყება, რომ მეამბოხეებმა დაიპყრეს ბაზის მახლობლად მდებარე ორი დასახლებაც. ამ წყაროს ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 20 ჯარისკაცი და მთავრობის მომხრე შეიარაღებული პირი, დაიღუპა 14 მეამბოხეც.

XS
SM
MD
LG