Accessibility links

logo-print

გადადგა თურქეთის პრემიერი, მაგრამ ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობას შეასრულებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ პროცედურული ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ის თავის თანამდებობაზე რჩება, სანამ არ ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა.დათუთოღლუს პარტიამ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და ახლა ან ოპოზიციასთან კოალიციაში მოუწევს მუშაობა, ან უმცირესობის მთავრობით შეეცდება მართოს თურქეთი. მოელიან, რომ თურქეთის პრეზიდენტი, თაიფ ერდოანი თხოვნით მიმართავს დავუთოღლუს, შექმნას მთავრობა მას მერე, რაც კენჭისყრის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება მომავალ კვირაში.

XS
SM
MD
LG